სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების საქმეზე სუს-ში გამოძიება გრძელდება

ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების საქმეზე სუს-ში გამოძიება გრძელდება

ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. დღეს, საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი პირი გამოიკითხება.

მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილე ქართველი მებრძოლები – ნადიმ ხმალაძე და ლაშა ჭიღლაძე.

გამოკითხვის შემდეგ, ლაშა ჭიღლაძესა და მის ადვოკატს, ტერორიზმის მუხლი საერთოდ არ უხსენებიათ და მხოლოდ 315-ე მუხლზე საუბრობდნენ, რომელიც შეთქმულებას ან ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას გულისხმობს.

მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოუწევს ჩვენების მიცემა უკრაინის ომში მონაწილე კიდევ ერთ ქართველსაც. კონსტანტინე ჯღამაია მოდულის შენობაში, ადვოკატთან ერთად, უკვე იმყოფებოდა, თუმცა საგამოძიებო ორგანოში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და დაკითხვა სასამართლოში არჩია.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  Puff Diddy-ის საქმეს 25 არასრულწლოვანის სარჩელი შეემატა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი