„ტემპერატურა +35 გრადუსს მიაღწევს…“ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის შესახებ წერს.

„გილოცავთ! წვიმის, სეტყვის და ზოგადად არსებული უამინდობის შემდეგ გამყარდება ანტიციკლონი, რომელიც საქართველოში ზაფხულის არომატით პირველ ნამდვილ სიცხეს მოიტანს… ამრიგად, ხვალიდან დაიწყება და ერთ კვირას გაგრძელდება მთელს ქვეყანაში მზიანი დღეები, ახალი თვე ფაქტობრივად დაიწყება იმ ანტიციკლონის ნიშნის ქვეშ, რომელიც ნამდვილად გვაკლდა.

ჰაერის ტემპერატურა მომდევნო კვირის ცალკეულ დღეებში +33, +35 გრადუსს მიაღწევს, სიცხის ფონზე ღამის საათებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, მაგრამ დღის განმავლობაში ძირითადად მზის სხივებით იქნება სავსე ჩვენი გარემო.

გისურვებთ მზიან დღეებთან ერთად ბევრ ბედნიერ წუთს,“ – წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ტემპერატურა +35 გრადუსს მიაღწევს…“ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი. 4 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ტემპერატურა-35-გრადუსს-მი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi