შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ფინალი ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვთან დათმო და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალამდე მან თურქი ვედათ ალბაირაქი, ბულგარელი გეორგი გრამატიკოვი და ბელგიელი მატიას კესი დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს სძლია.

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

  „თბილისი არენამ“ კარატეს საერთაშორისო ტურნირს „ოფენ თბილისს“ უმასპინძლა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი