სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიტანსაცმელი დღემდე არ გაგზავნილა ექსპერტიზაზე, სურათზე ჩანს, რომ ყელის არეში აქვს ჭრილობები...

ტანსაცმელი დღემდე არ გაგზავნილა ექსპერტიზაზე, სურათზე ჩანს, რომ ყელის არეში აქვს ჭრილობები – 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე

17 მარტს ერთი წელი გადის 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალებიდან. ამ დრომდე შესაბამისი ორგანოების მიერ არ არის იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავე. გარდა ამისა, საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაზიანებულია.

“უფლები საქართველოს” დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს გააცნო სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც ეხება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ეფექტიანობას.

დასკვნაში წერია, რომ გვამის აღმოჩენის შემდეგ, საერთოდ არ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილის ახლომახლო მდებარე შედარებით დამალული ადგილები, სადაც არასრულწლოვანის ყოფნა ჩვეულებრივ გარემოებებში ნაკლებად სავარაუდო, ან საერთოდ გამორიცხულია. გამოძიებას არ უცდია გარდაცვლილის ბიოლოგიური მასალის ან სუნის ნიმუშის მოპოვება მისი ასეთ ადგილას ყოფნის დადასტურების მიზნით. გამომდინარე იქიდან, რომ მომხდარიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, სუნის ნიმუშის აღება ახლა შეუძლებელია.

“სახალხო დამცველმა მოამზადა დასკვნა, ეს დასკვნა რამდენიმე დღის წინ გამოგვეგზავნა უფლებები საქართველოს და დასკვნაში მიუთითა, რომ არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ვერ აკმაყოფილებდა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს, კერძოდ, არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ნაწილის ჩატარება დღეის მდგომარეობით უკვე უპერსპექტივო და შეუძლებელია. სახალხო დამცველმა ასევე მიუთითა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გამომძიებლის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოვალეობების არაჯეროვან შესრულებას. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ გამოძიება თავიდანვე მიმდინარეობდა არაეფექტიანად, დროულად არ იქნა ჩატარებული სწორედ ის სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც შესაძლოა გამოძიების პროცესში მოგვეპოვებინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და რომელთა ჩაუტარებლობამ ან დაგვიანებით ჩატარებამ შესაძლოა გამოიწვია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება და შესაბამისად, საქმის გარემოებების დადგენას შეუშალა ხელი.

დასკვნაში წერია, ვციტირებ: მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ერთ-ერთ ვერსიას განიხილავს არასრულწლოვან ანა იანუშაიტიტეს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ფაქტსაც, გამოძიების მიერ გვამის აღმოჩენის შემდეგ, საერთოდ არ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილის ახლომახლო მდებარე შედარებით დამალული ადგილები, სადაც არასრულწლოვანის ყოფნა ჩვეულებრივ გარემოებებში ნაკლებად სავარაუდო, ან საერთოდ გამორიცხულია. გამოძიებას არ უცდია გარდაცვლილის ბიოლოგიური მასალის ან სუნის ნიმუშის მოპოვება მისი ასეთ ადგილას ყოფნის დადასტურების მიზნით”, – თქვა მან.

სახალხო დამცველი შსს მოუწოდებს, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გონივრულ ვადებში განახორციელოს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, მოუწოდებს პროკურატურას, ჩაერთოს საქმეში.

გარდაცვლილი ბავშვის დედა ამბობს, რომ ერთი გამომძიებელი ამ საქმისთვის საკმარისი არაა და საჭიროა გამომძიებლების ჯგუფი. ის საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვას ითხოვს.

“ციფრული სურათების გადიდების შედეგად, ეს მოგვეწოდა სადღაც 10 დღის უკან, ვხედავთ, რომ ბავშვს ყელის არეში აქვს მიყენებული პარალელური ჭრილობები ბასრი საგნით. არ იქნა დროულად ეს ნანახი, რა ბასრი საგანი იყო, რა შეიძლება ყოფილიყო, არ მოიძიეს ეს საგანი, დღემდე არ გაგზავნილა ანის ტანსაცმელი ექსპერტიზაზე, არ გაგზავნილა ასევე ფოტოექსპერტიზაზე ის სურათი, სადაც ბავშვის მარცხენა ხელში ჩანს, ფრჩხილში ჩანს გაჭედილი შავი თმა”, – ამბობს დედა.

2 მარტს ცნობილი გახდა, რომ გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. შეგახსენებთ, რომ ანა იანუშაიტიტე 2023 წლის 16 მარტს, ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე ის არაერთმა მეზობელმა ნახა. მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს გოგონა დაღუპული იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, 12 წლის ანას სხეულზე 39 დაზიანება, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნებოდა.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი