ს ა ხ ლ ი – რატომ უნდა ვაკურთხოთ ?

1 წუთიანი წაკითხვა
ტვინის წონის მეხსიერება: რატომ ბრუნდება დაკარგული კილოგრამები ნებისყოფის მიუხედავად

ს ა ხ ლ ი – რატომ უნდა ვაკურთხოთ ?

ადამიანს მარადჟამს ესაჭიროება უფლის მფარველობა, რამეთუ სამოთხიდან გამოძევების შემდეგ იგი ბოროტის განსაკუთრებული ზემოქმედების ქვეშ მოიქცა.
ბოროტი ძალები შეიძლება ყველგან იყვნენ, მით უმეტეს იქ სადაც ადამიანები იმყოფებიან.მღვდლის სახლში მისვლით, სახლის კურთხევით ბოროტები იდევნებიან და ისადგურებენ ანგელოზები, რომლებიც მღვდელს მოყვებიან სახლის კურთხევის დროს.
ამ ანგელოზებს ფუძის ანგელოზები ეწოდებათ.
თუ სახლში სიმშვიდე და სიწყნარეა,მაშინ ეს ანგელოზები არსად მიდიან და რჩებიან იქ.
მორწმუნე ოჯახმა თვითონაც უნდა ასხუროს ნაკურთხი წყალი ყოველ დღე სახლის შესასვლელ კართან და ოთახებში.სახლის კურთხევისას მღვდელი კითხულობს კურთხევანში არსებულ სპეციალურ ლოცვებს.
ღვთის მადლი გადმოდის იმაზე, ვისაც ეს უნდა და ვინც მიმღებია ამ მადლისა. ისე, რათქმაუნდა, როცა სახლი იკურთხება, უმჯობესია ოჯახის წევრები ეკლესიურები იყვნენ. ურწმუნო და ათეისტმა ადამიანმა შეიძლება ნაკურთხ სახლში ცუდად იგრძნოს თავი იმიტომ, რომ უფლის მადლი ურწმუნოებას ვერ ეგუება.
წყარო: – ბერი პეტრე.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ს ა ხ ლ ი – რატომ უნდა ვაკურთხოთ ?. 24 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ს-ა-ხ-ლ-ი-რატომ-უნდა-ვაკურთხ/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi