წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა!
წინანდლის სამუზეუმო კომპლექსში შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოჯახის ჭავჭავაძეების ისტორიას, დატკბეთ დეკორატიული ბაღის სილამაზით, დაათვალიეროთ მე-19 საუკუნის ღვინის მარანი, დააგემოვნოთ ჭავჭავაძისეული წინანდალი და სხვა ქართული ღვინოები. სასიამოვნოდ დატვირთული დღის დასასრულს კი დაისვენოთ ისტორიულ სასტუმროში.
წინანდალი XIX საუკუნეში კულტურულ-ინტელექტუალური ცენტრი იყო საქართველოში. ეს სტატუსი ქართული რომანტიზმის ფუძემდებელთან, ალექსანდრე ჭავჭავაძესთანაა დაკავშირებული. წინანდალს დღესაც უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. ეს ადგილი მრავალი გამოფენის, კონცერტის, ლიტერატურული ღონისძიებისა თუ მასტერკლასის მასპინძელია.
წინანდლის დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა. ალექსანდრე ჭავჭავაძემ მის გასაშენებლად ევროპელი ლანდშაფტის არქიტექტორები ჩამოიყვანა. ეგზოტიკური ჯიშებისა და დაგეგმარების მხრივ ის უნიკალურია. წინანდლის ბაღში ნახავთ სიყვარულის ხეივანს. ლეგენდის თანახმად, თუკი წყვილი ამ ხეივანში თვალდახუჭული შეძლებს გავლას, მათი სიყვარული ბედნიერი იქნება.
წინანდლის ისტორიულ მარანში ბოთლში პირველად ჩამოისხა ქართული ღვინო. ამჟამად ენოთეკაში დაცულია 16 000 ზე მეტი ბოთლი, რომელთაგან უძველესი 1814 წლითაა დათარიღებული. ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ, 2014 წელს წინანდლის ღვინის კოლექციის გამდიდრება განახლდა.
2007 წლიდან წინანდლის კომპლექსის მართვის უფლება სილკ როუდ ჯგუფმა აიღო. კომპანიამ ამ დრომდე 12 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სილკ როუდ ჯგუფის ძალისხმევით მუზეუმში დაცულ 100-ზე მეტ ექსპონატს რესტავრაცია ჩაუტარდა. სამუზეუმო ფონდი კი 500-ზე მეტი ექსპონატით გამდიდრდა.
ჭავჭავაძეების ადგილ-მამულზე კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ სჯობს თავად ნახოთ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა. 14 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სჯობს-თავად-ნახოთ-წინან/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:02:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
