„სუსტად ვარ, მაგრამ ჯანზე რომ ვიყო, გადასხმებს ვიკეთებ. ხომ არ მოვახსნევინებ სპექტაკლს?“ – გია ბურჯანაძე, მეხუთე ოპერაციის შემდეგ, სპექტაკლისთვის ემზადება

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

შეუდარებელი მსახიობი, გია ბურჯანაძე მეხუთე ოპერაციის შემდეგ, სპექტაკლისთვის ემზადება.

2 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ერიკ-ემანუელ შმიტის „იდუმალ ვარიაციებს“ გია ბურჯანაძე და ალეკო მახარობლიშვილი ითამაშებენ.

როგორც „პრაიმტაიმს“ მსახიობმა უთხრა, ეს თემურ ჩხეიძის უკანასკნელი სპექტაკლია, რომლის პრემიერაც 2022 წლის მაისში შედგა.

მისი თქმით სუსტადაა, გადასხმებს იკეთებს, თუმცა როგორც ინტერვიუში ამბობს ჩანიშნულ სპექტაკლს ითამაშებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

„ეს წლების მანძილზე გამომუშავებული თვისებაა, რომ სპექტაკლის დღეს კომფორტულად ვიყო. ჩემმა ავადმყოფობამ ზედმეტი პრობლემა შემიქმნა და უკვე არა მხოლოდ შინაგანად, უკვე ფიზიკურადაც ვემზადები, მთელი პროცედურები მესაჭიროება.

ყოველდღე საავადმყოფოში ვარ, გადასხმებს ვიკეთებ, რომ ცოტა მოვძლიერდე.

ძალიან სუსტად ვარ. მეგონა, უფრო იოლად გავივლიდი ოპერაციის შემდგომ პერიოდს, მაგრამ როგორც ჩანს, ეგრე იოლიც არ ყოფილა. დრო უნდა ყველაფერს…

სუსტად ვარ, მაგრამ ჯანზე რომ ვიყო, გადასხმებს ვიკეთებ. ხომ არ მოვახსნევინებ სპექტაკლს?“ – ამბობს მსახიობი „პრაიმტაიმთან“.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „სუსტად ვარ, მაგრამ ჯანზე რომ ვიყო, გადასხმებს ვიკეთებ. ხომ არ მოვახსნევინებ სპექტაკლს?“ – გია ბურჯანაძე, მეხუთე ოპერაციის შემდეგ, სპექტაკლისთვის ემზადება. 1 ნოემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სუსტად-ვარ-მაგრამ-ჯანზე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T02:21:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi