პარასკევი, იანვარი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება - დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის...

სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.

სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, გამოვლინდა საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 109 კგ ფრინველი (ქათამი). ინდმეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები სახელმწიფო კონტროლს სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტად ახორციელებენ.

 ფრინველთა არალეგალური სასაკლაოს გარდა, მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებას უკვე ეცნობა

  მარიამ შენგელია 15 მაისს მე-10 ნომრად იმღერებს - ხმა მიეცი საქართველოს!
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი