ხუთშაბათი, ნოემბერი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭავჭავაძის გამზირი N37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის „თანამედროვე...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭავჭავაძის გამზირი N37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის „თანამედროვე განათლების აკადემია“ კვების ობიექტში ვადაგასული ფრინველის ხორცი და კრიტიკული შეუსაბამობა აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭავჭავაძის გამზირი N37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის „თანამედროვე განათლების აკადემია“ კვების ობიექტში ვადაგასული ფრინველის ხორცი და კრიტიკული შეუსაბამობა აღმოაჩინეს.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ჭავჭავაძის გამზირი N37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის „თანამედროვე განათლების აკადემია“ კვების ობიექტში. შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებას. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე – 15 01. სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“.

  „მე წლები მემატება და ნუცა სულ 18 წლისაა…“ მაია ასათიანის ქალიშვილი 25 ოქტომბერს 26 წლის გახდებოდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი