ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინეს.

ინდივიდუალური მეწარმე ი.ს. ბიზნესსაქმიანობას (რძის გადამუშავება, ყველის წარმოება) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა. ამავდროულად, ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა. ინსპექტორების მიერ ამოღებული და დალუქულია მზა პროდუქტები (კარაქი, სულგუნი), დიდი რაოდენობით პალმის ზეთი და 40 ტომარა რძის ფხვნილი. მეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების გამოვლენის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ. მიმდინარე წელს, სააგენტოს მიერ 29 უკანონო საწარმოა გამოვლენილი, მათ შორის 18 – ქვემო ქართლის რეგიონში.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

#image_title
  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 დარღვევა გამოავლინა - გაატარეს კანონით განსაზღვრული ზომები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი