ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულსა და ხაშურში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტები...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულსა და ხაშურში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულსა და ხაშურში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, მარნეულში (მის: მარნეულის რ-ნი სოფ დამია-გიურარხი) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტი შპს ,,უმკა ჯორჯია“ გამოვლინდა. ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში პესტიციდების რეალიზაციას სავალდებულო აღიარების გარეშე ახდენდა ინდივიდუალური მეწარმე მ. ყ.-ც. (მის: ხაშური, იმერეთის ქუჩა N 10).
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და აეკრძალათ აგროქიმიკატებითა და პესტიციდებით ვაჭრობა შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე.
სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.
  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში არალეგალური საწარმოები გამოავლინა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი