პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასურამის შემოვლითი მაგისტრალური გზის მშენებლობა სრულდება - ყველა ხიდი და გვირაბი უკვე...

სურამის შემოვლითი მაგისტრალური გზის მშენებლობა სრულდება – ყველა ხიდი და გვირაბი უკვე აშენებულია

სურამის შემოვლითი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

 

ახალი მონაკვეთი მოიცავს 4 ზოლიან, 6.4 კმ-იან მაგისტრალს, 11 ხიდსა და 5 გვირაბს, ამ დროისათვის, ყველა ხიდი და გვირაბი უკვე აშენებულია

ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთი, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა, ახალი გზა გვერდს აუვლის სურამსა და ჩუმათელეთს და რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს შეუერთდება

მაგისტრალი შენდება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე საგზაო განათების სისტემით.

 

სურამის შემოვლითი გზა დაბა სურამს ტრანზიტული მოძრაობისა და საცობებისგან განტვირთავს, შეამცირებს გადაადგილების დროს და გააუმჯობესებს უსაფრთხოების ხარისხს.

მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მოადგილეებთან, შიდა ქართლის გუბერნატორ სიმონ გულედანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

👉იხილეთ ვრცლად: https://shorturl.at/U3CPc
#ინფრასტრუქტურა2025
#ჩქაროსნულიგზა

  სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს - სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარაში ყველის მწარმოებლებსა და ნაყინის რეალიზატორებს ამოწმებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი