პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევასტიქიის ზონაში, მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი ამოასვენეს

სტიქიის ზონაში, მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი ამოასვენეს

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველები კიდევ ხუთ ადამიანს ეძებენ. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, ეძებენ არასრულწლოვნებსაც.

მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. მაშველებმა მანამდე ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება”, – თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, მიწის დიდი მასაა მოწყვეტილი და დაახლოებით 70%-ია დარჩენილი ამ მასისგან გასასუფთავებელი ადგილი.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

  თოვის და ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - ინფორმაცია მძღოლებისთვის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი