პარასკევი, იანვარი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისიახლეებისპეციალური საგამოძიებო სამსახური ნოემბერსა და დეკემბერში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას...

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ნოემბერსა და დეკემბერში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 343 პირი, მათ შორის, 49 ჟურნალისტი.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თითოეულ შემოსულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება მოახდინა. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 343 პირი, მათ შორის, 49 ჟურნალისტი.

აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

სამსახური დეტალურად სწავლობს საპროტესტო აქციის გამართვის ადგილსა და მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების, ასევე სხვა წყაროებიდან მოპოვებულ ჩანაწერებს, რომელთა ჯამური ხანგრძლივობა 1 400 საათს აღემატება. მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა 59 პირის ტანსაცმელი, რომელზეც ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები დაინიშნა. დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოთხოვა და შესწავლა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებასა და დაშავებულ მოქალაქეთა დაკავებაში მონაწილე სამართალდამცავების გამოკითხვები.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ დაზარალებულის სტატუსი უკვე 52 პირს მიენიჭა.

სამსახური აქციაზე დაშავებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას იყენებს, ამ მიზნით თითოეულ მათგანს უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, მათი დაზიანების დოკუმენტირებისთვის კლინიკებიდან ხდება სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვა, გამოძიება სწავლობს გამოკითხვაში მათ მიერ დაფიქსირებულ ყველა გარემოებას. თითოეულ პირს და მათ უფლებადამცველებს სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა, მაქსიმალურად ინფორმირებული არიან მიმდინარე გამოძიების პროცესის თაობაზე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახური დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით ასევე აქტიურად აწარმოებს გამოძიებას 2024 წლის 7 დეკემბერს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა 52 პირი.

თავდასხმის ამსახველ კადრებზე, ასევე გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილიდან და მიმდებარე ქუჩებიდან მოპოვებულ სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერებზე, სადაც აღბეჭდილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გადაადგილება, პირთა იდენტიფიცირების, მათ შორის გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებებთან შესადარებლად, ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა.

ტელეკომპანია ,,ტვ პირველის” მომართვის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, 2025 წლის 16 იანვარს ამოღებულ იქნა მეხსიერების ბარათი, რომელშიც დაცულ მასალას შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდება.

პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონებზე და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთებზე მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა.

გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებების დაზარალებულთან შესაძლო ფიზიკური შემხებლობის და გენეტიკური პროფილების დასადგენად ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბიოლოგიურ-გენეტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები ტარდება.

მიმდინარე ექსპერტიზებთან დაკავშირებით სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ცნობილი არიან დაზარალებულად.

საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძარცვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 118-ე მუხლის მეორე ნაწილის და 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

სამსახური გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით მიაწვდის“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა

ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა

იანვარი 17, 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

იანვარი 17, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
2024 წელს ქართული ღვინო მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყო წარდგენილი -ღვინის ეროვნული სააგენტ

2024 წელს ქართული ღვინო მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყო წარდგენილი -ღვინის ეროვნული სააგენტ

იანვარი 16, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

იანვარი 16, 2025
ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

იანვარი 16, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

იანვარი 16, 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი