კვირა, მაისი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალისპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს.

უწყების ცნობით, „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მსჯავრდებულ გ.ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს, სადაც მსჯავრდებულისა და მისი გარემოცვის განცხადებით, ადგილი ჰქონდა გ.ჩიკვაიძის მიმართ არასათანადო მოპყრობას“.

„ვიდეომასალა მოიცავს 2025 წლის 20-22 სექტემბრის ეპიზოდებს, სადაც ჩანს, დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ როგორ იღებს მსჯავრდებული თავის თანამესაკნეებთან ერთად საკვებს, როგორც ბრალდებულ/მსჯავრდებულთა კვების რაციონით გათვალისწინებულს, ისე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენილს.

2025 წლის 22 სექტემბერს (შუადღით) გ.ჩიკვაიძეს შეეთავაზა „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად ღვიძლით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დადგენილი მენიუს მიხედვით განსაზღვრული საკვები, რომელთაგან მსჯავრდებულმა თანხმობა განაცხადა მხოლოდ კოტლეტის მიღებაზე (გარნირის გარეშე). მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე 2025 წლის 17 სექტემბრიდან იმყოფება ღვიძლით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განსაზღვრულ დიეტურ კვებაზე და აღნიშნული მენიუს მიხედვით 2025 წლის 22 სექტემბერს 13:35 საათზე მას მიეწოდა საკვები (კოტლეტი), მისი თანამესაკნეების მენიუთი 2025 წლის 22 სექტემბერს კოტლეტი გათვალისწინებული საერთოდ არ ყოფილა.

დამატებით განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის თანამესაკნეებს შორის არცერთი არ საჭიროებს დიეტურ კვებას, მათ საკვები მიეწოდებათ ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ „დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთათვის და პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთათვის“ დადგენილი მენიუ-განრიგის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძისთვის მიწოდებული კოტლეტი განკუთვნილი იყო მხოლოდ მისთვის და აღნიშნული არ წარმოადგენდა სამი ადამიანისთვის განკუთვნილ ულუფას.

პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებს პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესაბამისად“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.