„სპეციალისტების დიდი დეფიციტია – ვიღაცას სწავლა არ უნდა, ვიღაცას – მუშაობა“ – მალხაზ სოლომნიშვილი

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

„სამშენებლო სექტორში სპეციალისტების დიდი დეფიციტია. “, – ამის შესახებ „ბაუ სტარის“ დამფუძნებელმა მალხაზ სოლომნიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ კადრების კუთხით არსებულ პრობლემაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, სამშენებლო მიმართულებით არაერთი სამუშაო ადგილია, თუმცა, ან კადრებს არ აქვთ დასაქმების სურვილი, ან არ აქვთ სათანადო კვალიფიკაცია.

„სპეციალისტების დიდი დეფიციტია. რომ ვიძახდით სამუშაო ადგილები შევქმნათო, სამუშაო ადგილები ახლა არის და ადამიანი არ არის რომ იმუშაონ; კადრებს ან არ აქვთ სურვილი, ან შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ.

წარმოიდგინეთ, შემოჰყავთ მუშახელი აზერბაიჯანიდან ან სომხეთიდან, რომ რაღაც საქმე გააკეთონ, ჩვენ ქვეყანაში კი არიან უმუშევრები – ვიღაცას სწავლა არ უნდა, ვიღაცას მუშაობა. სამშენებლო სფეროში არის აუარებელი სამუშაო და არ არის სპეციალისტი. მაგალითად, 20 ლარი ღირდა 1 კვ.მ-ზე კაფელის დაგება და 70 ლარამდე გაიზარდა იმის გამო, რომ სამუშაო ძალის დეფიციტია.

- Advertisement -
Ad imageAd image

ეს ყველაფერი აძვირებს პროდუქცია. მიმაჩნია, რომ ფასები უაზროდ გაზრდილია, რადგან სამუშაო არის და კადრები – არა. ვთვლი, რომ ეს უზარმაზარი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. ერთის მხრივ, არის უმუშევრობა, მეორეს მხრივ, არის სამუშაო, სადაც პროფესიული კადრები არ გვყავს“, – განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ მალხაზ სოლომნიშვილმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „სპეციალისტების დიდი დეფიციტია – ვიღაცას სწავლა არ უნდა, ვიღაცას – მუშაობა“ – მალხაზ სოლომნიშვილი. 1 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სპეციალისტების-დიდი-დეფ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi