სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო

ავტორი
6 წუთიანი წაკითხვა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის  ფარგლებში,  სოციალურად დაუცველი,  მრავალშვილიანი ოჯახის  წევრი  და  შშმ სტუდენტებისთვის 2026-2027  სასწავლო  წლის შემოდგომის  სემესტრის  სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების  მიღება დაიწყო.

1. პროგრამის  ფარგლებში დაფინანსდებიან:

1.1სოციალურად დაუცველი სტუდენტი: საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2026-2027 წლის შემოდგომის სემესტრამდე  ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამავდროულად არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი,  რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე, ხოლო „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

1.2 მრავალშვილიანი  ოჯახის  წევრი  სტუდენტი: საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6  (ექვსი)  თვის განმავლობაში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2026-2027 წლის შემოდგომის სემესტრამდე, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამავე დროს არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის მრავალშვილიანი  (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახის  წევრი;

1.3  შეზღუდული  შესაძლებლობის  სტატუსის  მქონე  სტუდენტი:  საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2026-2027 წლის შემოდგომის სემესტრამდე, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამავე დროს არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის ან ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის“ სტატუსი;

  „სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა და ერთ დღეში დასრულდა ძირითადი ნაწილი“ - პატრიარქის სამუდამო განსასვენებელი

დაფინანსების  ოდენობა სემესტრულად  შეადგენს  არაუმეტეს  1 125 ლარს  და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე:

90-ზე მეტი – 100 ქულის ჩათვლით  –  სემესტრული თანხის არაუმეტეს  100% (1 125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 150 000-ის ტოლი ან  ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

70-ზე  მეტი – 90  ქულის ჩათვლით – სემესტრული თანხის  არაუმეტეს 100%, (1 125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ აღემატება 70 000-ს, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის ან სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი;

ხოლო  სემესტრული თანხის არაუმეტეს  70%  (787.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;

ტოლია  ან  ნაკლებია  70  ქულაზე – სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი)  მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის მქონე სტუდენტისათვის, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 50% (562.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ტოლია ან ნაკლებია 150 000 -ის, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;

დაფინანსების მისაღებად  სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

პირადი განცხადება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან სწავლის გადასახადის დასაფარად საჭირო თანხის ოდენობის მითითებით;

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

სოციალურად დაუცველი სტუდენტის  შემთხვევაში ამონაწერი „სოციალურად  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“, შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ან  მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის  შემთხვევაში –  სტატუსის დამადასტურებელი ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული ორგანოდან; მრავალშვილიანი ოჯახის წევრის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა გაცემული უნდა იყოს თბილისის მერიაში განცხადების წარდგენის კალენდარულ წელს.

  „არასდროს მაქვს განცდა, რომ რამე არ გამოვა, შიშით არასდროს, არაფერს ვიწყებ“ – ინდირა ღომიძე

ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის  სტატუსის, სემესტრული, წლიური გადასახადის და სასწავლო გრანტის ოდენობის შესახებ ინფორმაცია;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის შემთხვევაში-დოკუმენტი, დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა;

შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ან  მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის  შემთხვევაში – ქალაქ თბილისში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა (განცხადების შემოტანის მომენტისთვის სტუდენტს არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეს  რეგისტრაცია  ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).

განცხადებების მიღება  22 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია,  შარტავას ქ. N7).

სტუდენტებს განცხადებების  შემოტანა, ასევე შეუძლიათ,  თბილისის  რაიონული გამგეობების სერვის ცენტრებში  ან ელექტრონულ პლატფორმაზე: https://ms.gov.ge/home/dashboard  (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).

საკონტაქტო ინფორმაცია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის : 0 32 2 378455

საკონტაქტო ინფორმაცია მრავალშვილიანი ოჯახის  წევრი  და  შშმ სტუდენტებისთვის: 0 32 2 378235

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო. 22 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სოციალურად-დაუცველი-მრა/

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%90/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.