შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებისოფი მარსოს დიეტა, რომელიც მსახიობმა თავად მოიგონა და წლებია, იცავს

სოფი მარსოს დიეტა, რომელიც მსახიობმა თავად მოიგონა და წლებია, იცავს

ფრანგი მსახიობი, სოფი მარსო, რომელსაც ხშირად სტილისა და სილამაზის ხატად ასახელებენ 56 წლისაა და შესანიშნავად გამოიყურება. პრესაში ხშირად წერენ, რომ ქალმა იდეალური ფიგურის შენარჩუნება მოახერხა და წლების განმავლობაში, მის გარეგნობაში, ფაქტობრივად, ბევრი არც არაფერი შეცვლილა.

როგორც ცნობილია, სოფი მარსო კვების პრინციპებში ძალიან კარგად ერკვევა და ერთ-ერთი დიეტა თავადაც კი მოიგონა. მარსოს რეცეპტი პირველად ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნდა და იგი სწორი და დაბალანსებული კვების პრინციპზეა აგებული. მასში მარტივი ნახშირწყლების ადგილი არ არის, რომელიც ორგანიზმის მხრიდან სწრაფად შეიწოვება და ინსულინის დონეს ზრდის.

ამ მოდელის მიხედვით, მსახიობს საუზმისთვის ურჩევნია მთლიანი მარცვლეულისაგან დამზადებული პური, პარმეზანი, შვრიის ფაფა ან ორთქლზე მოხარშული კვერცხი მიირთვას და ასევე, მწვანე ჩაი, თბილი რძე ან ფორთოხლის წვენი დალიოს.

სადილისთვის ის მოხარშულ ბრინჯს, ბროკოლს, ნებისმიერი ბოსტნეულის სალათს ან ბოსტნეულის წვნიანს მიირთმევს.

მარსო ვახშამს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ამბობს, რომ ის ძალიან მაღალკალორიული არ უნდა იყოს. ამიტომ, იგი ოპტიმალურ გამოსავლად საღამოს ბოსტნეულის სალათისა და თევზის მიღებას თვლის. შეგიძლიათ, შავი ჩაი შაქრის გარეშე დალიოთ ან გაზგასული მინერალური წყალი აირჩიოთ.

მსახიობი ამბობს, რომ კვების ამ მოდელით ერთ კვირაში 5 კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი. როგორც სოფი მარსო აღნიშნავს, ერთი კვირის განმავლობაში მოცემული კვების მოდელით იკვებება, დანარჩენი სამი კვირის დროს კი ზომიერი ულუფით მიირთმევს ყველაფერს, რაც სურს, მაგრამ წონაში აღარ იმატეს. იგი ამბობს, რომ ეს დაბალანსებული კვების მოდელია, რომლითაც ადამიანები დაკლებულ კილოგრამებს მალევე აღარ მოიმატებენ და შედეგი დიდხანს გაჰყვებათ.

  როგორ მოვამზადოთ ლობიო სწორად?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი