შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით 58 ადამიანია ინფიცირებული, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით 58 ადამიანია ინფიცირებული, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით 58 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 41 ჰოსპიტალიზებულია, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი – საშუალო სიმძიმის.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის გენერალური დირექტორი სტეპან ატოიანი ავრცელებს.

მისი თქმით, ვირუსის პირველი შემთხვევა 7 აგვისტოს არაგაწოტნის ოლქში დაფიქსირდა.

ამჟამად ვირუსის გავრცელების სავარაუდო არეალად არაგაწოტნის, არმავირისა და არარატის ოლქები მოიაზრება.

ვირუსის გავრცელება დაინფიცირებული კოღოების საშუალებით ხდება და ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.

 
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი