„სიყვარულიდან სიძულვილამდე მართლა ერთი ნაბიჯია?“ – თათია შარანგიას შეკითხვა ფსიქოლოგს და ზურა მხეიძის პასუხი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე თათია შარანგიას გადაცემას „სთორი“ სტუმრობდა, სადაც ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე, წამყვანის შეკითხვას, როგორ ფიქრობთ, სიყვარულიდან სიძულვილამდე მართლა ერთი ნაბიჯია, დადებითი პასუხი გასცა.

როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, გრძნობებში ცვლილებას ძირითადად გადაჭარბებული მოლოდინები და იმედგაცრუება იწვევს.

„რა თქმა უნდა, ორივე ემოციას პოლუსები ახასიათებს – უარყოფითი ან დადებითი.

გრძნობებში რადიკალური ცვლილება შესაძლოა იმედგაცრუებამ, მეტმა მოლოდინმა გამოიწვიოს, მეტმა მოთხოვნამ გამოიწვიოს, როდესაც მეორე მხარე ვერ აკმაყოფილებს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ…

- Advertisement -
Ad imageAd image

როდესაც მეორე ადამიანის მიმართ მოთხოვნებს უსაშველოდ ვზრდით და ის ვეღარ მოგყვება, ჩვენვე გვეწყება იმედგაცრუება და შესაბამისად, უარყოფითი ემოცია [ჩნდება]“, – აღნიშნა ზურა მხეიძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „სიყვარულიდან სიძულვილამდე მართლა ერთი ნაბიჯია?“ – თათია შარანგიას შეკითხვა ფსიქოლოგს და ზურა მხეიძის პასუხი. 15 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სიყვარულიდან-სიძულვილა-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi