პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასიღნაღში ქორწინების სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება

სიღნაღში ქორწინების სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება

საქართველოს იუსტიციის სახლის ინფორმაციით, სიღნაღში ქორწინების სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება.

მათივე ცნობით, სარიტუალო დარბაზებს რეაბილიტაციის შედეგად სრულად შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე.

„შექმნილია სპეციალური საპროექტო ნამუშევრები, რომელიც სრულად ერწყმის ქალაქის გარემოს. რეაბილიტაციის დასრულებისთანავე სიღნაღის ქორწინების სახლში 24-საათიანი სერვისი ამოქმედდება და წყვილებს შესაძლებლობა ექნებათ, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაგეგმონ.

ქორწინების სახლი ქ. სიღნაღში, კოსტავას ქ. №10-ში მდებარეობს. შენობა მე-19 საუკუნის I ნახევარშია აგებული და ისტორიულ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი გია ბენაშვილი, ქალაქ სიღნაღის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და მოწვეული სტუმრები“, – აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  მცენარეები, რომლებიც გაზაფხულზე აუცილებლად უნდა გვქონდეს სახლში ან აივანზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი