შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტი„სიტყვა ითხოვა, შევკარით წრე და ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა...“ - რა...

„სიტყვა ითხოვა, შევკარით წრე და ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა…“ – რა უთხრა ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხბურთელებს მოედანზე გასვლამდე

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ საბერძნეთთან პლეი ოფის მოგებულ ფინალამდე გასახდელში მომხდარი საინტერესო ამბავი გაიხსენა, რომლის გმირიც ხვიჩა კვარაცხელია იყო.

„მოედანზე გასვლამდე ხვიჩა კვარაცხელიამ სიტყვა ითხოვა. შევკარით წრე და ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა: ჩემო ძმებო და მეგობრებო, დღეს ჩვენ გუნდში გვყავს გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი. შესაძლოა, ამ ადამიანებს დიდ ტურნირზე მოხვედრის შანსი აღარ მიეცეთ, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ბიჭების პატივისცემით გავიდეთ და დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ“, – გაიხსენა დავით ხარაბაძემ.

  ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია „ადიდასის“ რეკლამაში გა­და­ი­ღეს და ბრენდის სახე გახდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი