პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმისიმსივნე, დემენცია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიკვდილი - ყველაფრის რისკს ამ ერთი აქტივობით შეამცირებთ

სიმსივნე, დემენცია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიკვდილი – ყველაფრის რისკს ამ ერთი აქტივობით შეამცირებთ

ჟურნალ JAMA Internal Medicine-სა და JAMA Neurology-ში გამოქვეყნდა მასშტაბური კვლევები, რომლებშიც 78 500 მონაწილეს აკვირდებოდნენ მაჯის თრექერების საშუალებით და სისტემატიურად ადევნებდნენ თვალს ნაბიჯების რაოდენობასა და მის კავშირს ჯანმრთელობასთან.

ავსტრალიის სიდნეის უნივერსიტეტისა და სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში 10 000 ნაბიჯის გავლა ამცირებს დემენციის, გულის დაავადებების, კიბოსა და სიკვდილიანობის რისკს, ხოლო აქტიური სეირნობა კიდევ უფრო დიდ სარგებელს იძლევა.

“ნაკლებად აქტიური ადამიანებისთვის, ჩვენი კვლევა ასევე აჩვენებს, რომ დღეში 3 800 ნაბიჯმა შეიძლება შეამციროს დემენციის რისკი 25%-ით”, — თქვა კვლევის თანაავტორმა ბორჯა დელ პოზო კრუზმა.

მთავარი მიგნებები:
ყოველი 2000 ნაბიჯი ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს თანდათან 8-დან 11%-მდე;
მსგავსი ასოციაციები დაფიქსირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან და კიბოსთან დაკავშირებით;
დღეში ნაბიჯების მეტი რაოდენობა ასოცირებული იყო ნებისმიერი მიზეზის მქონე დემენციის დაბალ რისკთან;
9 800 ნაბიჯი დემენციის რისკს ამცირებს 50%-ით, თუმცა, რისკი ასევე მცირდება 25%-ით დღეში 3 800 ნაბიჯის გავლით;
ნაბიჯების ინტენსივობის ზრდა ან შედარებით სწრაფი ტემპი უფრო ეფექტიანია.
“ნაბიჯების რაოდენობა ადვილად გასაგებია და ფართოდ გამოიყენება საზოგადოების მიერ აქტივობის დონის თვალყურის დევნებისთვის ფიტნეს თრექერებისა და აპლიკაციების მზარდი პოპულარობის წყალობით, მაგრამ ადამიანები იშვიათად ფიქრობენ თავიანთი ნაბიჯების ტემპზე”, — აღნიშნა კვლევის თანაავტორმა ემანუელ სტამატაკისმა. “ამ კვლევებიდან მიღებულმა დასკვნებმა შეიძლება ხელი შეუწყოს პირველ ფორმალურ სეირნობაზე დაფუძნებულ ფიზიკური აქტივობის გაიდლაინებს და დაეხმაროს ეფექტური საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების შემუშავებას, რომლებიც მიმართულია ქრონიკული დაავადების პრევენციაზე.”

კვლევის მეთოდოლოგია
კვლევამ გამოიყენა გაერთიანებული სამეფოს Biobank-ის მონაცემები 40-დან 79 წლამდე ასაკის 78,500 მონაწილის ნაბიჯების რაოდენობის დასაკავშირებლად ჯანმრთელობის შედეგებთან 7 წლის შემდეგ. 7 დღის განმავლობაში (მინიმუმ 3 დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, და მონიტორინგი ძილის დროს), მონაწილეები ატარებდნენ მაჯის აქსელერომეტრებს, რათა თვალყური ედევნებინათ მათი ფიზიკური აქტივობისთვის.

მრავალი მონაცემთა წყაროსა და რეესტრის მეშვეობით, როგორიცაა სტაციონარული საავადმყოფოს ჩანაწერები, პირველადი ჯანდაცვის ჩანაწერები და კიბოსა და სიკვდილიანობის რეესტრები, ეს ინფორმაცია დაკავშირებული იყო მონაწილეთა ჯანმრთელობის ჩანაწერებთან.

  საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრს საერთაშორისო აკრედიტაცია გადაეცა

ბოლოს შეფასდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც არ ჰქონდათ დემენციის, კიბოს ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების ისტორია კვლევის დასაწყისში და იყვნენ ჯანმრთელები პირველი ორი წლის განმავლობაში. სტატისტიკური კორექტირება ასევე გამოიყენეს დამაბნეველი მიზეზების გასათვალისწინებლად, როგორიცაა ის ფაქტი, რომ ისინი, ვინც უფრო მეტ ნაბიჯს დგამენ, ჩვეულებრივ, უფრო სწრაფად მოძრაობენ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვლევები არის დაკვირვებითი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ, აჩვენონ პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, თუმცა, დადგინდა ძლიერი და თანმიმდევრული ასოციაციები, რომლებიც ჩანს ორივე კვლევაში პოპულაციის დონეზე.

“ამ კვლევების მასშტაბი და ფარგლები მაჯის თრექერების გამოყენებით მას დღემდე ყველაზე მყარ მტკიცებულებად აქცევს, რომ დღეში 10 000 ნაბიჯი არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და სწრაფი სიარული ასოცირდება დამატებით სარგებელებთან”, — თქვა ექიმმა მეთიუ აჰმადიმ.

მაშასადამე, თუკი დემენციის, გულის დაავადებების, კიბოსა და სიკვდილიანობის რისკის შემცირება გსურთ, გირჩევთ, სტატიის დასრულებისთანავე გამოეწყოთ და ბევრი ისეირნოთ.
წყარო: SciTechDaily

ნათარგმნია პორტალ on.ge-ს მიერ

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გაიგეთ რომელია ხუთი ყველაზე სასარგებლო ხილი გაზაფხულზე

გაიგეთ რომელია ხუთი ყველაზე სასარგებლო ხილი გაზაფხულზე

მარტი 28, 2025
სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

მარტი 28, 2025
ბავშვთა შრომა და ტრეფიკინგი – დაფინანსების შემცირება საჭიროებს სიფრთხილეს და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს

ბავშვთა შრომა და ტრეფიკინგი – დაფინანსების შემცირება საჭიროებს სიფრთხილეს და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს

28 მარტი 2025
სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

მარტი 28, 2025
,,ადამიანის სხეულის ხელოვნური ასლები – მედიცინის მომავალი თუ ეთიკური რისკი” — პროფესორი გიორგი ფხაკაძე

,,ადამიანის სხეულის ხელოვნური ასლები – მედიცინის მომავალი თუ ეთიკური რისკი” — პროფესორი გიორგი ფხაკაძე

მარტი 28, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი