ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსიახლე მათთვის, ვინც ბალიზე დასვენებას გეგმავს - რა შეიცვალა კორორტის სტუმრებისთვის?

სიახლე მათთვის, ვინც ბალიზე დასვენებას გეგმავს – რა შეიცვალა კორორტის სტუმრებისთვის?

უცხოელი ტურისტები, რომლებიც ინდონეზიის კურორტ ბალის ესტუმრებიან 150,000 ინდონეზიურ რუპიას, ანუ, დაახლოებით, 10 დოლარს გადაიხდიან. ანალოგიური ტურისტული გადასახადი ამოქმედდა ბალის მეზობელ პატარა კუნძულებზე, ნუსა-პენიდაზე, ნუსა-ლემბონგანსა და ნუსა-ჩენინგანზე.

ამასთან, გადასახადი უნდა გადაიხადონ იმ ტურისტებმაც, რომლებიც ბალიზე ინდონეზიის სხვა ნაწილებიდან შიდა ავიარეისებით ან ბორნით ჩადიან. საფასური მოგზაურთა ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე, მათ შორის, ბავშვებზეც ვრცელდება.

გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე სავიზო კატეგორიას ეხება. მათ შორის არის დიპლომატიური, ასევე, ოფიციალური დელეგაციების წარმომადგენლები, ეკიპაჟის წევრები, დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები. გარდა ამისა, გადასახადს არ გადაიხდიან ბალიში ოჯახის შექმნის, „ოქროს,“ სტუდენტური და ბიზნესვიზების მქონე პირები. ყველა ჩამოთვლილი კატეგორიის მგზავრებმა გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ ონლაინ განაცხადი ბალიში გამგზავრებამდე, წინასწარ უნდა წარადგინონ.

ტურისტული გადასახადისგან, ასევე, თავისუფლდებიან ინდონეზიის მოქალაქეები და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია, რომელშიც, ინდონეზიის გარდა, შედის ბრუნეი, ვიეტნამი, კამბოჯა, ლაოსი, მალაიზია, მიანმარი, სინგაპური, ტაილანდი და ფილიპინები.

საფასურის გადახდა ჩასვლის ადგილზე, კერძოდ, ნგურახა რაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ან ბენოას პორტში არის შესაძლებელი. თუმცა ინდონეზიის ხელისუფლება სტუმრებს ურჩევს, გადასახადი წინასწარ, პორტალ Love Bali-ის მეშვეობით გადაიხადონ. გადახდისთვის MasterCard-ის, Visa American Express-ისა და JCB-ის ბარათები გამოიყენება.

გადახდის შემდეგ სტუმარმა QR-კოდის მქონე ქვითარი მთელი მოგზაურობის განმავლობაში უნდა შეინახოს და როგორც საზღვარზე, ასევე, სპეციალური ტურისტული პატრულის მოთხოვნის საფუძველზე უნდა წარადგინოს.

მთავრობა აცხადებს, რომ გადასახადს ტურისტული სერვისების გასაუმჯობესებლად და ადგილობრივი კულტურის შესანარჩუნებლად გამოიყენებს. მოსაკრებელი, ასევე, მიმართული იქნება დანაგვიანებასთან საბრძოლველად, რომელიც კორონავირუსული პანდემიის შემდეგ გაუარესდა, როცა ბალის ტურისტები მიაწყდნენ.

ბალიზე ჩასული ტურისტების რაოდენობის გათვალისწინებით, ხელისუფლება ახალი გადასახადიდან ყოველდღიურად, დაახლოებით, 180 ათას დოლარს მიიღებს. 2023 წელს ბალის, დაახლოებით, 11 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია, რამაც საწყის მიზანს 2,5 მილიონი მოგზაურით გადააჭარბა. წელს ხელისუფლება ტურისტული ნაკადის 14 მილიონ ადამიანამდე ზრდას პროგნოზირებს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
10 საუკეთესო აქტივობა ყირგიზეთში

10 საუკეთესო აქტივობა ყირგიზეთში

13 March, 2025
ვარჯიშების სისტემა – კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია კუნთებისათვის საკმაო რაოდენობის მუშაობა

ვარჯიშების სისტემა – კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია კუნთებისათვის საკმაო რაოდენობის მუშაობა

მარტი 13, 2025
5 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

5 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

მარტი 13, 2025
ღორის ხორცი – მავნებელი თუ სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისთვის? – სპეციალისტის განმარტება

ღორის ხორცი – მავნებელი თუ სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისთვის? – სპეციალისტის განმარტება

მარტი 13, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რომელია მოგზაურობის დროს ძილის ყველაზე საშიში პოზა

რომელია მოგზაურობის დროს ძილის ყველაზე საშიში პოზა

მარტი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხილის მეფე: რომელი ხილი იმსახურებს ამ ტიტულს?

ხილის მეფე: რომელი ხილი იმსახურებს ამ ტიტულს?

მარტი 13, 2025
რომელი ესთეტიკური პროცედურებია პოპულარული და რა ასაკიდან იწყება გაახალგაზრდავებაზე ზრუნვა – ექსკლუზიური ინტერვიუ კოსმეტოლოგ-ესთეტიკ ნატალია ბარბაქაძესთან

რომელი ესთეტიკური პროცედურებია პოპულარული და რა ასაკიდან იწყება გაახალგაზრდავებაზე ზრუნვა – ექსკლუზიური ინტერვიუ კოსმეტოლოგ-ესთეტიკ ნატალია ბარბაქაძესთან

მარტი 13, 2025
რომელი ადგილები უნდა ნახოთ იტალიაში აუცილებლად

რომელი ადგილები უნდა ნახოთ იტალიაში აუცილებლად

13 მარტი 2025
ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრის პრემიერა თბილისში – ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრის სცენაზე

ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრის პრემიერა თბილისში – ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრის სცენაზე

მარტი 13, 2025
ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025-ის” ფარგლებში გაიმართა

ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025-ის” ფარგლებში გაიმართა

მარტი 13, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი