სეს-მა მარკეტებში თაფლის კონტროლი უნდა გაახშიროს, ტურისტულ მარშრუტებზე კი დაიწყოს – მეფუტკრეთა გაერთიანება

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მარკეტებში თაფლის ხარისხის კონტროლი უნდა გახშირდეს, ხოლო ტურისტულ მარშრუტებზე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვალდებულებად უნდა ჰქონდეს თაფლი შეამოწმოს. ამის შესახებ გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში წარმოებული თაფლი დღეისთვის ყველაზე სუფთაა, თუმცა მოთხოვნის ზრდის პარალელურად დარგი პროდუქტის სხვადასხვა ნივთიერებებით დაბინძურებისა და ფალსიფიცირების გამოწვევების წინაშე ისევ დგას. შესაბამისად, ხარისხის კონტროლი მნიშვნელოვანია.

“საქართველოში თაფლის მოხმარება და მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა გვაქვს გამოწვევები. ეს არის დაბინძურება და ფალსიფიცირება. არის ტურისტული უბნები, სადაც დიდი წილი ფალსიფიცირებული თაფლია განთავსებული. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამ პროდუქტების შემოწმება აუცილებლად უნდა დაიწყოს, თუ რა არის ამ პროდუქტებში და რეაგირება უნდა მოახდინოს.

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებაში მიგვაჩნია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად უნდა აკონტროლებდეს მარკეტებში განთავსებულ მეფუტკრეობის პროდუქტებს, თაფლზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და არ უნდა შემოიფარგლოს წელიწადში ერთხელ ამ პროდუქტის კონტროლით. ეს უფრო დადებითად აისახება თაფლის ხარისხზე და ის 5%-იანი დანაგვიანება, რაც დღეს გვაქვს ისიც არ გვექნება. ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით ქართული თაფლის ხარისხის გაუმჯობესებაზე”, – განაცხადა ალეკო პაპავამ და აღნიშნა: “ვერ ვიტყვი, რომ ეს დაბალფასიანი თაფლია, ამასთან ეს პროდუქტი ტურისტულ მარშრუტებზეა [საავტომობილო გზებზეა] განთავსებული. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელი უფრო მარკეტებზე მიუწვდებათ და შესაბამისად, მათ გაკონტროლებას ცდილობთ, თუმცა ტურისტულ მარშრუტებზე არსებული ობიექტების შემოწმების ვალდებულებაც უნდა იყოს”.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სეს-მა მარკეტებში თაფლის კონტროლი უნდა გაახშიროს, ტურისტულ მარშრუტებზე კი დაიწყოს – მეფუტკრეთა გაერთიანება. 13 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სეს-მა-მარკეტებში-თაფლის/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-19T01:13:02+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi