კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსეისმური აქტივობის გამო, კუნძულ სანტორინის ათასობით ადგილობრივი მოსახლე ტოვებს

სეისმური აქტივობის გამო, კუნძულ სანტორინის ათასობით ადგილობრივი მოსახლე ტოვებს

საბერძნეთში, კუნძულ სანტორინიზე სეისმური აქტივობა გრძელდება, რის გამოც ათასობით ადგილობრივი მოსახლე და ტურისტი ამ ადგილს ტოვებს, – წერს The Guardian-ი.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ ეშინიათ განმეორებითი მიწისძვრების, რომლებიც, შესაძლოა, უფრო ძლიერი იყოს და ასევე ვულკანის ამოფრქვევის, რომელმაც მიწისძვრების ფონზე შეიძლება გაიღვიძოს.

არსებული ინფორმაციით, კუნძული უკვე ექვსი ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ბოლო დღეების განმავლობაში ამ რეგიონში 300-ზე მეტი წყალქვეშა მიწისძვრა დაფიქსირდა.

დარგის ექსპერტების განცხადებით, 4.7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები არ უკავშირდება სანტორინის მიძინებულ ვულკანს, თუმცა სეისმური აქტივობა შეშფოთებას იწვევს.

ცნობისთვის, გამანადგურებელი მიწისძვრა კუნძულზე 1956 წელს მოხდა. 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. დაღუპულთა რაოდენობამ 53-ს მიაღწია, ასზე მეტმა ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ტრამპი უკანონო მიგრანტების დეპორტაციის მიზნით აშშ-ში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას აპირებს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი