საშიში საკვები ჯარისა და პოლიციისთვის – “კულას” დამფუძნებელი დააკავეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ფინსანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენი ივანე გოგლიძე დააკვა. გოგლიძე კომპანია “კულას” დამფუძნებელი და მისი დირექტორია. “კულას” გარდა ის ასევე არის შპს “ბატონოს” დირექტორი.

საქართველოს პროკურატურამ საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, ივანე გოგლიძეს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით, შპს “ბატონომ” თავდაცვისა და შს სამინისტროებს თანამშრომელთა კვებისთვის სიცოცხლისთვის საშიში თევზის კონსერვები მიაწოდა.

“ბრალდებულმა 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას. თევზის კონსერვები განკუთვნილი იყო შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის” – ნათქვამია საგამოძიებოს განცხადებაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

შპს ბატონოს 100%-ანი წილის მფლობელი ლეილა ლონდარიძეა, ის ასევე ფლობს “გორის საკონსერვო ქარხანა – კულას” 100%-იან წილს. ორივე კომპანიის დირექტორი ივანე გოგლიძეა.

ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის დაკავებულ ივანე გოგლიძეს საგამოძიებო სსკ-ის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილს ედავება, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). საშიში საკვები ჯარისა და პოლიციისთვის – “კულას” დამფუძნებელი დააკავეს. 20 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საშიში-საკვები-ჯარისა-და-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi