ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„საშიშია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც სასიკვდილოდ გიმეტებენ და მერე ამას უმეცარი სახეებით „აპრავებენ“.....

„საშიშია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც სასიკვდილოდ გიმეტებენ და მერე ამას უმეცარი სახეებით „აპრავებენ“.. – ნიკო ნანიტაშვილის მეუღლის, ანო მაისურაძის მიმართვა

„არ შეიძლება ყოველდღიურად ვიღვიძებდეთ ამ მარაზმში, სისხლში და სიბინძურეში.
არ შეიძლება მთელი ეს წლები ვედაროთ წინა სადისტურ მოპყრობებს და ვარკვიოთ მაშინ უფრო სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს თუ ახლა“
 – ამის შესახებ ტელესახე და მსახიობი, ტელეკომპანია POSTV-ის უკვე ყოფილი წამყვანი, ნიკო ნანიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მსახიობის თქმით, „ხალხის უმოწყალოდ ცემა, ეკლესია-მონასტრების ნგრევა, ტელევიზიების დარბევა რომ არ გვინდოდა, შევცვალეთ მთავრობა უკეთესი მომავლის იმედით“:

„არ შეიძლება ყოველდღიურად ვიღვიძებდეთ ამ მარაზმში, სისხლში და სიბინძურეში.
არ შეიძლება მთელი ეს წლები ვედაროთ წინა სადისტურ მოპყრობებს და ვარკვიოთ მაშინ უფრო სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს თუ ახლა. ხალხის უმოწყალოდ ცემა, ეკლესია-მონასტრების ნგრევა, ტელევიზიების დარბევა რომ არ გვინდოდა, შევცვალეთ მთავრობა უკეთესი მომავლის იმედით!!! მიმიფურთხებია ყველა ჯალათისთვის, ვინც თავის მოქალაქეს ასე ექცევა, ვინც წაქცეულ კაცს, მოხუცს და ქალს ხელს დაარტყამს…
მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც ქვეყნის ჩამონგრევას ცდილობს საკუთარი კეთილდღეობის გამო. მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც არა რუსეთს ყვირის და რუსული ფულით ცხოვრობდა და ცხოვრობს დღემდე.
მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც საქართველოს დამონებას და განადგურებას ლამობს…
არ შეიძლება განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთი ვლანძღოთ, მიწაში ჩავდოთ და წიხლები ვურტყათ…
ეს არაა ევროპა, ეს არ არის დემოკრატია, ეს აღარაა სიყვარული…
არა ძალადობას!!!არაააა ძალადობააას!!!
საქართველოს გაუმარჯოს!! ერთიანს, კაცთმოყვარეს და ევროპულს…რუსეთი ოკუპანტია…პუტინის დედას ****ცი, ყველგან და ყოველთვის…
დიდება გმირებს, ვინც საქართველო და ქართველობა შემოგვინახა. ყველას გაუმარჯოს, ვინც ნამდვილად, გულით და სულით,სამშობლოს სიყვარულისთვის იბრძვის!!!“ – წერს ნიკო ნანიტაშვილი.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „ვზივარ სამსახურში და ცრემლები თავისით მომდის“ - რამ აუჩუყა გული დათო ლიკლიკაძეს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი