წელს (25 ივნისის მდგომარეობით) საქართველოს მასშტაბით, საშაურმეებში ჯამში განხორციელდა 176 სახელმწიფო კონტროლი. ამათგან, 24 შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ bpn-ს სურსათის უვნებლობის სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 24-იდან 3 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამასთან, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ბიზნესოპერატორთა მიმართ გაიცა მითითებები HACCP-ის პრინციპების დანერგვის, HACCP-ის პრინციპების სწავლებისა და ჰიგიენის ზოგად მოთხოვნებთან დაკავშირებით.
Bpn-ი სურსათის უვნებლობის სააგენტოზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ ობიექტების ობიექტების ჩამონათვალს, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა:
- შპს ბანი
- შპს ,,ბესთ ფუდ”
- შპს ,,სულთან კაფე”
- შპს სკალა
- შპს მეჯიქ სოუსი
- შპს სთრით ფუდ 125 – ორჯერ გამოვლინდა დარღვევები, საბოლოოდ საწარმოო პროცესი შეუჩერდა
- შპს ქუთე 2022
- შპს ტონა (საწარმოო პროცესი შეუჩერდა)
- შპს ანი-პონჩო
- შპს შაურმაფია
- შპს დონ ჩიჩო 2007
- შპს მადლი – თბილისში ქართველიშვილის ქუჩაზე მდებარე ფილიალში 3 ჯერ გამოიკვეთა დარღვევები, ხოლო ქუთაისის ქუჩის კვეთაზე ერთხელ. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, საბოლოოდ კომპანიას შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
გარდა ამის, დარღვევები გამოვლინდა 8 ინდმეწარმე სუბიექტის შემთხვევაშიც, რომელთაც მიეცათ გაფრთხილება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). საშაურმეების ჩამონათვალი, სადაც დარღვევები გამოვლინდა. 2 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/საშაურმეების-ჩამონათვალ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · დასუფთავება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-29T05:22:09+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
