ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„საღამოს 6 საათამდე ბავშვის მზეზე გაყვანა საერთოდ არ არის სასურველი" - პედიატრის...

„საღამოს 6 საათამდე ბავშვის მზეზე გაყვანა საერთოდ არ არის სასურველი” – პედიატრის რჩევები

 პედიატრი, ეკა უბერი, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო”საუბრობს იმ რისკებზე, რომლებიც მზიან ამინდში ბავშვების გარეთ გაყვანას თან ახლავს:

‘როცა გარემოს ტემპერატურა მაღალია, ბავშვის კანი ძალიან თხელია და შესაბამისად, სითხე ადვილად ორთქლდება. ბავშვის ორგანიზმი წყალს ადვილად კარგავს და ხშირად გაუწყლოება ხდება. ამიტომ, სასურველია, 10-დან 6 საათამდე ბავშვი მზეზე საერთოდ არ გაიყვანოთ. ასევე, თუ გარემოს ტემპერატურა +27, +28 გრადუსს აღემატება, ჯობს, გარეთ არც ამ შემთხვევაში გავიყვანოთ, რადგან არა მხოლოდ მზე, არამედ დახუთული ჰაერიც საშიშია.

ბავშვები მზეზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ, დილით, 8-9 საათისკენ, მანამ, სანამ მზე ზენიტში გადავა. D ვიტამინის პირველი და ძირითადი წყარო მზის სხივია. თუმცა, მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ ჯობს, ბავშვს D ვიტამინი ხელოვნურად მივაწოდოთ, ვიდრე მზის სხივით, რომელსაც თან დამწვრობა, სითბური დაკვრა, ორგანიზმის გადახურება, გაუწყლოება ახლავს. შესაბამისად, საღამოს 6 საათამდე, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ბავშვის მზეზე გაყვანა საერთოდ არ არის სასურველი”.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  სწორი შენახვის ხრიკები: როგორ დავიცვათ ახალი კარტოფილი გაფუჭებისგან?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი