ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასაქსტატი – მე-3კვარტალში საქართველოში 3 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა

საქსტატი – მე-3კვარტალში საქართველოში 3 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა

მათივე ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი – 40.7 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული 3 მლნ შემოსვლიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.5 მილიონი შეადგინა, რაც 6.8 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

„2025 წლის მე-3 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 80.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2025 წლის მე-3 კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 567.1 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.1 პროცენტს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 11.8%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (664.6 ათასი), თურქეთისა (430.0 ათასი) და სომხეთის (329.3 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა (45.4 პროცენტი) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 48.2 პროცენტს შეადგენდა.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 1 306 300 და 1 274 400 ვიზიტი.

2025 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 2.1 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 73.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. კითხვის გაგრძელება…

  თაღლითობის ბრალდებით, ახალგაზრდა ქალი დააკავეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი