საქართველო იაპონიასთან ციფრული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოსა და იაპონიას შორის ციფრული სფეროს განვითარებაში თანამშრომლობა ოფიციალურ სამართლებრივ საფუძველს იძენს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ იაპონიის ციფრულ სააგენტოსთან შესაბამისი მემორანდუმი გააფორმა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა ჰიდეტო კავასაკიმ. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს კონკრეტული პროექტები და პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები ერთობლივად იმუშავებენ.

თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ იაპონიის გამოცდილება განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს საქართველოსთვის — როგორც ციფრული მმართველობის, ასევე მოწინავე ტექნოლოგიების ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ ციფრული მმართველობისა და მოქალაქეებზე ორიენტირებული ელექტრონული სერვისების სრულყოფა საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025–2030 წლების სტრატეგიის ერთ-ერთ ცენტრალურ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ კუთხით იქნება მნიშვნელოვანი იაპონური გამოცდილებისა და ექსპერტიზის გამოყენება.

- Advertisement -
Ad imageAd image

გაფორმებული მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების საწყისი ნაბიჯია და მოსალოდნელია, რომ მისი ფარგლებში კონკრეტული ერთობლივი ინიციატივები მალე განხორციელდება.

Sheni Ambebi News

წყარო: bm.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). საქართველო იაპონიასთან ციფრული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. 4 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველო-იაპონიასთან-ც/

გაუზიარეთ ეს სტატია