საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წვიმა და ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა.
28 მაისს ამინდი დროებით გაუმჯობესდება — როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ქარი შესუსტდება და ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 30 გრადუსსაც გადააჭარბოს.
თუმცა 29 მაისიდან ამინდი კვლავ გაუარესდება. პროგნოზის მიხედვით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ინტენსიური ნალექი და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სწორედ ამ პროცესებს უკავშირდება ტემპერატურის მკვეთრი შემცირება — ჰაერი დაახლოებით 15-16 გრადუსამდე გაცივდება, რაც წინა დღეებთან შედარებით საკმაოდ მნიშვნელოვანი კლება იქნება.
სინოპტიკოსების განცხადებით, არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე გაგრძელდება და 30-31 მაისსაც ადგილობრივი წვიმებია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ძირითადად ქარიანი ამინდია ნავარაუდევი, ხოლო 29 მაისს წვიმაცაა მოსალოდნელი.


