შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასაქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო პორტფელების 2025 წლის ივნისის თვის შედეგებს აქვეყნებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ივნისი, საპენსიო ფონდის პორტფელებისთვის, მიმდინარე წელს, ერთ-ერთი საუკეთესო თვე აღმოჩნდა, რაც დიდწილად საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა.

„აღნიშნული დადებითი დინამიკა ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესითა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციით იყო გამოწვეული.

გლობალურ ბაზრებზე დაფიქსირებულმა ზრდამ განსაკუთრებით პოზიტიურად იმოქმედა დინამიკურ პორტფელზე და ივნისის თვის ამონაგებმა 2.39% შეადგინა. ამავე პერიოდში, დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ამონაგები, შესაბამისად 1.78% და 1.27% იყო. პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება საერთაშორისო აქციების პროპორციაა:

🔹 დინამიკური – 49.1%
🔹 დაბალანსებული – 31.0%
🔹 კონსერვატიული – 16.7%

აღსანიშნავია, რომ ივნისის თვის ძლიერი შედეგების ფონზე, დინამიკური პორტფელი ლიდერობს. პორტფელების დაარსებიდან (2023 წლის 6 აგვისტო) დღემდე გაწლიურებულმა ამონაგებმა დინამიკური პორტფელისთვის 13.8% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები შესაბამისად 12.7% და 11.6% იყო.

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ივნისის ბოლოსთვის 7.1 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1.8 მილიარდ ლარს მიაღწია”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  რატომ გავიდა ჩაქაფული 38-ე ადგილას ცხვრის კერძების მსოფლიო რეიტინგში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი