სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტისაქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა დღეს 12:00 საათიდან TKT.ge-ზე დაიწყება. ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი 21 სექტემბერს გაიმართება. მატჩი 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება.

კაკა, რივალდო, კაფუ, დიდა – ეს იმ ფეხბურთელთა არასრული სიაა, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. ლეგენდარულია საქართველოს ნაკრებიც, მის შემადგენლობაში იქნება ყველაზე ტიტულიანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძეც. ქართული ფეხბურთის ლეგენდებს თემურ ქეცბაია გაწვრთნის.

  მთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის ფრენის 3000 ბილეთს დააფინანსებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი