ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოს მთავრობა ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, თითოეულს, მილიონ ლარს გადასცემს

საქართველოს მთავრობა ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, თითოეულს, მილიონ ლარს გადასცემს

საქართველოს მთავრობა ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, მიღწეული წარმატებისთვის, თითოეულს ერთ მილიონ ლარს გადასცემს. ამის შესახებ დადგენილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, რომლის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

“ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში უპრეცედენტო წარმატებას აღწევენ, რისი ბოლო მაგალითიც მერაბ დვალიშვილის მიერ UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოგება იყო.

დღეს UFC-ის მოქმედი 8 ჩემპიონიდან 2 ქართველია, რაც ქართველების მებრძოლ სულს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ამგვარი შედეგი, 4-მილიონიან საქართველოსთან ერთად, მხოლოდ 200-მილიონიან ბრაზილიას აქვს, რაც თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანია. ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა აჩვენეს ქართველი კაცის 3000 წლის მანძილზე გამოწრთობილი მებრძოლი ხასიათი და ამით ყველას შეგვახსენეს, რომ სადაც ღირსებით ვიბრძოლებთ, ქართველებს ვერავინ დაგვამარცხებს.

სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით.

მერაბ დვალიშვილს და ილია თოფურიას კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ. ილია თოფურიას ვუსურვებთ UFC-ის ქამრის დაცვას 26 ოქტომბერს. 26 ჩვენი დღეა და გვჯერა, რომ 26 ოქტომბერს ილია კიდევ ერთ გამარჯვებას გვაჩუქებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
  „მაინტერესებს რა ხდება მთის თავში…ბავშობიდან ვცდილობ სიღარიბეს თავი დავაღწიო“ – ნათია ბერიძე
მსგავსი პოსტები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ყველაზე ტრენდულ შოკოლადში ჯანმრთელობისთვის საშიში შემადგენლობები აღმოაჩინეს – რა ნივთიერებებს მიაკვლიეს „დუბაის შოკოლადში“

ყველაზე ტრენდულ შოკოლადში ჯანმრთელობისთვის საშიში შემადგენლობები აღმოაჩინეს – რა ნივთიერებებს მიაკვლიეს „დუბაის შოკოლადში“

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები და ქართული წარმოება

ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები და ქართული წარმოება

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
დაივიწყეთ მტვრევადი ფრჩხილები! ეს საშინაო რეცეპტები გადაარჩენს მათ!

დაივიწყეთ მტვრევადი ფრჩხილები! ეს საშინაო რეცეპტები გადაარჩენს მათ!

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს — ნახეთ, რა სახის ნარკოტიკი ამოიღო შსს-მ

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს — ნახეთ, რა სახის ნარკოტიკი ამოიღო შსს-მ

მარტი 31, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი