საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა. სწავლება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებს. საველე კომპონენტის აღსრულების ფაზა ტყიბულისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.
კრიზისების მართვის სიმულაციური სცენარი დივერსიული აქტების შედეგების ლიკვიდაციას, ხანძრის ქრობასა და მოსახლეობის ევაკუაციას ითვალისწინებდა. სწავლების ფარგლებში, ეროვნული გვარდიის მე-10 და მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების რეზერვისტებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კრიზისის რაიონის იზოლირება, დივერსიული აქტის აღკვეთა, ხანძრის ქრობა, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების ევაკუაცია განახორციელეს. სწავლებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციაც. განაგრძე კითხვა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა. 8 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-თავდაცვის-ძ-9/
