საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია დაარსებიდან 35-ე წელს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა.
თავდაცვის მინისტრმა გვარდიელებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეროვნული გვარდიის როლზე გაამახვილა ყურადღება: „ეროვნული გვარდია თავისი საამაყო ისტორიით, სახელმწიფოსადმი ურყევი ერთგულების ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლოა. მინდა, ეროვნული გვარდიის იუბილე მივულოცო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა ვეტერან გვარდიელს – იმ მეომრებს, რომლებმაც წლების მანძილზე საკუთარი შრომით, ცოდნითა და გამძლეობით, მომავალი თაობებისთვის გვარდიის შემდგომი განვითარების მტკიცე საფუძველი შექმნეს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და იუბილე მიულოცა ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ. ეროვნული გვარდიის მეთაურმა სტუმრებს ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე და დასრულებული პროექტები გააცნო. განაგრძეთ კითხვა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


