შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასაქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატოს შტაბ-ბინაში რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრაში მიიღო...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატოს შტაბ-ბინაში რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბელგიის სამეფოში იმყოფება. პაატა პატიაშვილმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში რამშტაინის ფორმატში გამართულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 28-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ გახსნეს. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ტელე-კონფერენციის საშუალებით კი, სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სასწრაფო მხარდაჭერის საჭიროებებზე იმსჯელეს. კითხვის გაგრძელება

  მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან“ _ ლანჩხუთის მერია განცხადებას ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი