2025 წლის 22-23 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით და სინგაპურულ ორგანიზაცია Global Finance & Technology Network Limited-თან (GFTN) თანამშრომლობით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პარალელურად საერთაშორისო ღონისძიება „თბილისის ფინანსური სამიტი“ჩატარდება.
ორდღიანი სამიტის ფარგლებში გაიმართება თემატური სესიები და პანელური დისკუსიები, რომელიც მიეძღვნება ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარებას. სამიტს დაესწრება 800-მდე ადგილობრივი და უცხოელი სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინტექ ინდუსტრიის ლიდერები, ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები.
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია


