სეზონი, როდესაც ქართველები განსაკუთრებით აქტიურად მოგზაურობენ ევროპაში, კვლავ მწვავედ აყენებს კითხვას — როგორ მოვახერხოთ ვალუტის გაცვლა მარტივად, მომგებიანად და დროის დაკარგვის გარეშე?
საქართველოს ბანკი ამ გამოწვევას პრაქტიკული გადაწყვეტით პასუხობს: M და L ნაკრებების, student Card-ისა და SOLO პაკეტების მომხმარებლებს შეუძლიათ ლარი ევრო ან დოლარში გადაიყვანონ პირდაპირ მობილბანკიდან — სპეციალური, განახლებული კურსით.
სერვისი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირის ყველა დღე, და კონვერტაცია მომენტალურად სრულდება. ეს ნიშნავს, რომ თუ ბუდაპეშტში, პარიზში ან რომში ყოფნისას მოულოდნელად დამატებითი ხარჯი გაჩნდა — ახალი ექსკურსია, რესტორანი ან სოუვენირები — თანხის კონვერტაცია ადგილზე, ტელეფონიდანვე შეგიძლია, ყოველგვარი სირთულის გარეშე.
ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში კი ეს შესაძლებლობა ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებშიც გამოგადგება: საერთაშორისო ონლაინ შოპინგი, სტრიმინგ სერვისების გამოწერა, საზღვარგარეთ სწავლის ან ცხოვრების ხარჯები — ყველა ეს შემთხვევა გაცილებით მარტივი ხდება, როცა გაცვლითი კურსი ხელსაყრელია და პროცესი — სწრაფი.
M და L ნაკრებები ვალუტის კონვერტაციის გარდა სხვა საბანკო სერვისებსაც მოიცავს ფიქსირებული თვიური საფასურის ფარგლებში, დამატებითი საკომისიოების გარეშე. ვისაც ეს ნაკრებები ან student Card, ან SOLO პაკეტი უკვე აქვს, შეუძლია კონვერტაციის შეღავათიანი პირობით სარგებლობა დაუყოვნებლივ დაიწყოს. ვისაც კი ჯერ არ გააქტიურებია — ამის გაკეთება მობილბანკიდან, რამდენიმე წამში არის შესაძლებელი.
Sheni Ambebi News
წყარო: on.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). საქართველოს ბანკის მობილბანკი: ვალუტის კონვერტაცია მოგზაურობისას და ყოველდღიურ ცხოვრებაში. 23 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-ბანკის-მობილ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-24T08:01:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
