შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსაფრანგეთში, შვიდმა ოჯახმა TikTok-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

საფრანგეთში, შვიდმა ოჯახმა TikTok-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

საფრანგეთში შვიდმა ოჯახმა სარჩელი შეიტანა სოციალური ქსელის TikTok-ის წინააღმდეგ, ბრალდებით, რომ პლატფორმაზე განთავსებულმა მავნე შინაარსის შემცველმა მასალამ მათ მოზარდ შვილებზე ზეგავლენა იქონია. შედეგად ორმა მათგანმა 15 წლის ასაკში თავი მოიკლა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ სარჩელზე და ადვოკატის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ TikTok-ის ალგორითმმა შვიდ მოზარდს აჩვენა ვიდეოები, რომლებიც პროპაგანდას უწევდა თვითმკვლელობას, თვითდაზიანებას და კვებით აშლილობებს.

მოსარჩელეების ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს არის პირველი მსგავსი ერთობლივი საქმე ევროპაში.

„მშობლებს სურთ, რომ სასამართლომ აღიაროს TikTok-ის იურიდიული პასუხისმგებლობა. ეს არის კომერციული კომპანია, რომელიც პროდუქტს სთავაზობს მომხმარებლებს, რომლებიც ასევე არასრულწლოვნებიც არიან. ამიტომ მათ უნდა აგონ პასუხი პროდუქტის ხარვეზებზე“, – აღნიშნა უფლებადამცველმა.

  ირანის პრეზიდენტი ყველა თანმხლებ პირთან ერთად დაღუპულია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი