საფრანგეთში მატარებლის კატასტროფა: 44 დაშავებული, ერთი — მძიმე მდგომარეობაში

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

საფრანგეთის ჩრდილოეთ რეგიონ ნორმანდიაში სერიოზული სარკინიგზო ავარია მოხდა. 11 სექტემბრის საღამოს, ქალაქ კლეონის მახლობლად, სამგზავრო მატარებელი ლიანდაგს გადაუხვია — ერთი ვაგონი მთლიანად გადაბრუნდა, ოთხი კი რელსებს ჩამოცდა.

მატარებელი რუანიდან კაენისკენ მიემგზავრებოდა და მასში 186 მგზავრი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად სულ 44 ადამიანი დაშავდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში 18 წლის გოგონა აღმოჩნდა, რომელიც სამაშველო ჯგუფმა ვერტმფრენით რუანის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევაზე სწრაფად გამოეხმაურა სასწრაფო სამსახური: ადგილზე 130-ზე მეტი მეხანძრე, 5 სამედიცინო ჯგუფი და 80-ზე მეტი სპეციალური სატრანსპორტო საშუალება მუშაობდა. სამაშველო ოპერაციის განმავლობაში მონაკვეთზე სარკინიგზო მოძრაობა შეჩერდა და ელექტრომომარაგება გათიშეს.

გამოძიება ამ ეტაპზე ფაქტების დადგენის პროცესშია. მატარებლის მემანქანე ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე შემოწმდა — ტესტები უარყოფითი გამოვიდა. სამართალდამცველები ამოწმებენ ინფორმაციას, რომ შესაძლოა მატარებელს ლიანდაგზე განლაგებული უცნობი ობიექტი დაბრკოლებად დაჰხვდა. ავარიის ზუსტი მიზეზის დასადგენად საფრანგეთის პოლიციამ და სარკინიგზო კომპანიამ ერთობლივი გამოძიება დაიწყეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

Sheni Ambebi News

წყარო: primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). საფრანგეთში მატარებლის კატასტროფა: 44 დაშავებული, ერთი — მძიმე მდგომარეობაში. 12 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საფრანგეთში-მატარებლის-კ/

გაუზიარეთ ეს სტატია