61 წლის მილიარდერის, ჯეფ ბეზოსისა და 55 წლის ლორენ სანჩესის ქორწილი, რომელიც უკვე „საუკუნის ქორწილად“ არის აღიარებული, დაიწყო.
სანამ სტუმრები იკრიბებიან ამ გრანდიოზულ დღესასწაულზე, სოციალურ ქსელში სულ უფრო მეტი დეტალი ვრცელდება ამ ღონისძიების შესახებ, რომლის გამოც ქალაქი ფაქტობრივად დაიხურა, ხოლო ტურისტებს სასტუმროებიდან ასახლებენ.
ბევრ სტუმარს, მათ შორის ივანკა ტრამპს მეუღლესა და შვილებთან ერთად, ასევე კარდაშიანების ოჯახს, უწევს ცხოვრება სასტუმრო St. Regis Venice-ში, რომლის შესასვლელთანაც და ფოიეში დღე-ღამის განმავლობაში პატრულირებს პოლიცია.
ლორენ სანჩესი, რომელიც ცოტა ხნის წინ კეტი პერისთან ერთად კოსმოსში იმყოფებოდა, ქორწილის ცერემონიების განმავლობაში 27 სხვადასხვა სამოსს შეიცვლის, რომლებიც Dolce & Gabbana-ს მიერ არის შექმნილი. სავარაუდოდ, ზოგიერთი კაბა უფრო შთამბეჭდავი და ბრწყინვალე იქნება, ნაწილი კი — ელეგანტური, სხვადასხვა წვეულებებისა და სადღესასწაულო ლანჩებისთვის.
მილიარდერმა და მისმა საცოლემ სტუმრებს ქორწილში საჩუქრების მიტანა აუკრძალეს. თუმცა, სანაცვლოდ, მათ სხვა პირობა დაასახელეს, რომლის შესრულებაც ყველას მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ მოსაწვევებში არა მხოლოდ ქორწილის დღე და ადგილია მითითებული, არამედ წყვილს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა აქვს. ლორენ სანჩესი და ჯეფ ბეზოსი სტუმრებს სთხოვენ, რომ ქორწილში საჩუქრები არ მიიტანონ. სამაგიეროდ, მათ მოუწოდებენ, რომ ვენეციის განვითარებისათვის შემოწირულებები გაიღონ. თანხა იუნესკოს ვენეციის ფილიალს, ლაგუნის მნიშვნელოვანი ეკოსისტემების შემსწავლელ ორგანიზაციას, ასევე ვენეციის საერთაშორისო უნივერსიტეტს გადაერიცხება.