შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასატრანსპორტო საშუალების მაყუჩის გადაკეთების შემთხვევაში შესაძლოა, 200 ლარით დაჯარიმდეთ - საკანონმდებლო ცვლილებები

სატრანსპორტო საშუალების მაყუჩის გადაკეთების შემთხვევაში შესაძლოა, 200 ლარით დაჯარიმდეთ – საკანონმდებლო ცვლილებები

საკანონმდებლო ცვლილებებით იზრდება ჯარიმები თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის. აღნიშნულ გულისხმობს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების ძირითადი მიზეზი არის, რომ კვლავ პრობლემას წარმოადგენს ავტომობილების მიერ გამოწვეული ხმაური.

„საგზაო უსაფრთხოების კუთხით კვლავ პრობლემურია ავტომობილების მიერ გამოწვეული ხმაური, რომლითაც მოსახლეობის უმრავლესობა განსაკუთრებით ღამის საათებშია შეწუხებული. საგულისხმოა, რომ სატრანსპორტო საშუალებების მიერ ხმაურის გამოწვევის მიზეზი სხვადასხვაა.

განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ სპეციალურად ხდება სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება იმგვარად, რომ მას მოძრაობისას ჰქონდეს მაღალი ხმა. სწორედ ამიტომ აუცილებელია დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა და პასუხისმგებლობა დაწესდეს პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების იმგვარად გადაკეთებისთვის, რაც იწვევს ხმაურს,“- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ორმაგდება ფულადი სანქცია პირის მიერ თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების მართვაზე. ამასთან, აღნიშნულის შემთხვევაში მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირების მაჩვენებელიც იზრდება.

„წარმოდგენილი კანონის პროექტით თვითნებურად გადაკეთებულად ჩაითვლება, მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადაკეთებული ექნება სატრანსპორტო საშუალების მაყუჩი.

ამასთან, იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული, აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა.

გარდა ამისა, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული, პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 30 ქულით, ნაცვლად 10 ქულისა.

დასახელებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პოლიციელი უფლებამოსილი იქნება მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას და სატრანსპორტო საშუალების გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე, გარდა ამისა, აკრძალული იქნება იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული,“ – ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი არიან.

  წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი