სასწაულად არიან გადარჩენილი, მეზობლებმა გადაარჩინეს … – „მადლობა უფალო მათი გადარჩენისთვის და იმისთვის რომ კეთილმა ხალხმა გულისხმიერება გამოიჩინეს და ერთობლივად გადავარჩინეთ პაწიები. მე-12 სართულზე ბავშვი მოაჯირზე ავიდა, ხოლო პატარა გოგო უკნიდან აწვებოდა და ეხმარებოდა მოაჯირზე ასვლაში. ბავშვი სარეცხის თოკებს მიწვდა და თოკებზე დაიწყო თამაში“

ავტორი SheniAmbebi.ge
3 წუთიანი წაკითხვა

სასწაულად არიან გადარჩენილი …

„მადლობა უფალო მათი გადარჩენისთვის და იმისთვის რომ კეთილმა ხალხმა გულისხმიერება გამოიჩინეს და ერთობლივად გადავარჩინეთ პაწიები. მე-12 სართულზე ბავშვი მოაჯირზე ავიდა, ხოლო პატარა გოგო უკნიდან აწვებოდა და ეხმარებოდა მოაჯირზე ასვლაში. ბავშვი სარეცხის თოკებს მიწვდა და თოკებზე დაიწყო თამაში“  –  ეთო რევიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ღმერთო მადლობა რომ დღეს კარგად არ ვიყავი და სახლში ვიყავი, იმ დროს როცა საჭირო იყო ჩემი რეაგირება. 🙏❤️
დაახლოებით საათნახევრის წინ აივანზე გამოვედი სარეცხის მოსახსნელად და დავინახე წინა კორპუსის მე-12 სართულზე ორი მცირეწლოვანი ბავშვი აივნიდან სათამაშოებს ყრიდა, ადრე ეს ბავშვები არ შემინიშნავს სხვები ცხოვრობდნენ იმ ბინაში და მათ ბავშვები არ ყავდათ, სათამაშოების ეზოში გადაყრამ მიიქცია ჩემი ყურადღება და ამიტომ სარეცხის მოხსნა არ დავიწყე, ბავშვები ყრიდნენ ყველაფერს მათ შორის თერმოსი და თეფშიც კი გადმოაგდეს ეზოში. უცებ პატარა ბიჭი, რომელიც დაახლოებით სამი წლის იქნება მოაჯირზე ავიდა ხოლო პატარა გოგო რომელიც ორი წლის იქნება უკნიდან აწვება და ეხმარება მოაჯირზე ასვლაში. ბავშვი სარეცხის თოკებს მიწვდა და თოკებზე დაიწყო თამაში, მე აქედდან დავუყვირე ჩადი შვილო ძირსთქო, არ გამიგონა, უფრო და უფრო ადიოდა აივნის მოაჯირის საფეხურებზე და ჩემი დაყვირება კივილში გადაიზარდა, ჩემ კივილზე უბანი შეიყარა, განწირული ვკიოდი, ვინმე არ ხართ სახლში მეზობლები დაუბრახუნეთ კარზე იქნებ გააგონოთ ბავშვები აივნის მოაჯირზე არიათქო. მერე ვიღაც კაცმაც დაიწყო ჩემი კორპუსიდან ყვირილი და წინა კორპუსმაც გაიგონა, ვკივი ბავშვია აივნის მოაჯირზე. ის კიდე უფრო და უფრო ადიოდა მაღლა და უფრო მეტად იწეოდა თოკებისკენ და ეჯაჯგურებოდა თოკებს, ხალხმა აივნებიდან მატრასები და ლებები გადმოყარა, მოემზადნენ რომ ბავშვი გადმოვარდნის შემთხვევაში ცოტა მსუბუქად დაცემულიყო. კარზე უბრახუნეს მშობელს და ვერ გააგონეს. მერე ერთი მეზობლის ბიჭი უკვე აივნიდან ჩასვლას ცდილობდა როცა 15 წუთიანი ომის მერე ბავშვის დედა საღამურში გამოწყობილი დაძინებული აივანზე გამოვიდა და შვილს ხელი დასტაცა. ვაიმე ალბათ ეძინა, მაგრამ ორი პატარა ბავშვი ასეთი ცელქები და ორივე იღუპებოდა.
😭😭😭 მე ერთი სიკვდილი მოვკვდი, იმ ბავშვებიდან, რომელიმეს რამე რომ დამართნოდა ალბათ მოვკვდებოდი.
😭😭მადლობა უფალს გადარჩა ორივე პატარა ანგელოზი. მადლობა უფალს, რომ საჭირო დროს აივანზე გამოვედი და შევესწარი ფაქტს რომ დამეკივლა და ხალხი შემეყარა საშველად. მადლობა უფალო მათი გადარჩენისთვის და იმისთვის რომ კეთილმა ხალხმა გულისხმიერება გამოიჩინეს და ერთობლივად გადავარჩინეთ პაწიები. ერთი საათი შოკში ვიყავი და ახლაც ემოციისგან მეტირება. მადლობა უფალო რომ მე და ჩემს შვილს რომელიც ემოციისგან ჩემთან ერთად ტიროდა არ დაგვანახე პატარა ანგელოზების გაჭირვება და გადაარჩინე ისინი. 🙏❤️“ – წერს ეთო რევიშვილი
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სასწაულად არიან გადარჩენილი, მეზობლებმა გადაარჩინეს … – „მადლობა უფალო მათი გადარჩენისთვის და იმისთვის რომ კეთილმა ხალხმა გულისხმიერება გამოიჩინეს და ერთობლივად გადავარჩინეთ პაწიები. მე-12 სართულზე ბავშვი მოაჯირზე ავიდა, ხოლო პატარა გოგო უკნიდან აწვებოდა და ეხმარებოდა მოაჯირზე ასვლაში. ბავშვი სარეცხის თოკებს მიწვდა და თოკებზე დაიწყო თამაში“. 19 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სასწაულად-არიან-გადარჩენ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi