სასტუმროების საშუალო დღიური ფასი(ADR) თბილისში შემცირდა, ბათუმში კი გაიზარდა – Galt & Taggart

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

2025 წლის პირველ კვარტალში, თბილისში სასტუმროს საშუალო ფასი (ADR)  88$-დან 82$ -მდე შემცირდა, ხოლო დატვირთულობა იგივე დარჩა- 39.7%,- ამის შესახებ Galt & Taggart-ის ტურიზმის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.

საპირისპირო სურათია ბათუმში, სადაც გაზდილია როგორც საშუალო ფასი, ისე სასტუმროს ნომრების დატვირთულობა. ბათუმის სასტუმროების დატვირთულობა 40.1%-დან 49.8%-მდე, ხოლო საშუალო ფასი 75-დან 78$ გაიზარდა. Galt & Taggart-ის შეფასებით, აღნიშნული ზრდა ძირითადად ისრაელის მოქალეების ვიზიტით იყო გამოწვეული.

რაც შეეხება სამოგზაურო პლატფორმა  Airbnb-ის მონაცემებს,  აღნიშნული ინფორმაცია კიდევ უფრო უსვამს ხაზს ორს ქალაქს შორის განსხვავებულ ტენდენციებს. კერძოდ:თბილისში დაჯავშნილი ღამეები მცირედით გაიზარდა (+0.8%, 115.5 ათას ღამემდე), მაგრამ ფასი შემცირდა (-3.9%, 48$-მდე ). ბათუმში კი გაიზარდა როგორც მოთხოვნა (+3.8%, 41.9 ათასი ღამე), ისე ფასი (+12.0%, 34$-მდე ).

წყარო

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სასტუმროების საშუალო დღიური ფასი(ADR) თბილისში შემცირდა, ბათუმში კი გაიზარდა – Galt & Taggart. 26 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სასტუმროების-საშუალო-დღი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi