ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსაპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ვიმუშავებ ღაზაში ომის დასასრულებლად და პუტინის შესაჩერებლად - ჯო...

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ვიმუშავებ ღაზაში ომის დასასრულებლად და პუტინის შესაჩერებლად – ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დარჩენილ 6 თვეში მისი მთავარი პრიორიტეტები დაასახელა. როგორც მან ამერიკის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, იმუშავებს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და „უკრაინაში ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად“.

„ვაპირებ, გავაგრძელო მუშაობა ღაზაში ომის შესაჩერებლად, ყველა მძევლის სახლებში დასაბრუნებლად, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების მოსატანად და ამ ომის შესაჩერებლად. 

ჩვენ გავაგრძელებთ ამაყი ქვეყნების კოალიციის შეკრებას პუტინის შესაჩერებლად, რომელიც უკრაინის დაპყრობას ცდილობს“, – განაცხადა ბაიდენმა. 

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა უარი თქვა მეორე ვადით კენჭისყრაზე და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის წამოყენებას დაუჭირა მხარი.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  მსოფლიოში ფრინველის გრიპის ახალი შტამისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი