მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლადო აფხაზავას მასწავლებლებმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 5000 ლარიანი ჯარიმის თანხა შეუგროვეს. ამის შესახებ აფხაზავამ “ბათუმელებს” განუცხადა.
“საოცრება ხდება ჩემ თავს. არ ვიცი საიდან ამხელა სოლიდარობა, ძლივს შევძელი და მარტო დავითვალე რამდენი ლარნახევარი იყო ჩარიცხული, რადგან ვიცოდი, რომ ვინც ლარნახევარს ჩარიცხავდა, ყველა პედაგოგი იქნებოდა.
5 800 პედაგოგზე მეტია უკვე, რომლებმაც 1.50 ლარი ჩარიცხა. ამის გარდა, კიდევ, მეცხრეკლასელებისთვის რაღაც ტკბილეული ვიყიდე და რომ ვნახე, ამის შემდეგ, კიდეც ათი ტრანზაქცია იყო გაკეთებული” – თქვა აფხაზავამ.