ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსანტორინის მიწისძვრები - რა ხდება კუნძულზე და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები

სანტორინის მიწისძვრები – რა ხდება კუნძულზე და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები

საბერძნეთის მთავრობამ კუნძულ სანტორინიზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან დაფიქსირდა მრავალი მიწისძვრა, ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმეწუთიანი შუალედებით.

„მიწისძვრათა გუნდმა“ ასევე შეაწუხა ეგეოსის ზღვის სხვა ახლომდებარე კუნძულები. მიწისძვრები იანვრის ბოლოს დაიწყო, მრავალი მცირე, შეუმჩნეველი ბიძგების სახით. თუმცა, თებერვლის დასაწყისში, სეისმური აქტივობა გაძლიერდა, რადგან გაიზარდა და გახშირდა ბიძგები.

გასულ ორ კვირაში, ჯამში რამდენიმე ათასი ბიძგი აღრიცხეს. დღის განმავლობაში 30-ზე მეტი ბიძგი 4.0 მაგნიტუდას აღემატებოდა და მათი უმეტესობა 10 კმ ზე ნაკლებ სიღრმეში იყო, ამიტომ, ბიძგებს კარგად გრძნობდნენ ადგილობრივი კუნძულების მცხოვრებლები.

დიდმა ბიძგებმა კუნძულის სანაპირო კლდეებიდან ქვათაცვენა გამოიწვია, მცირედ დაზიანდა მოწყვლადი შენობები. ყველაზე მძლავრი მიწისძვრა 6 თებერვალს დაფიქსირდა, 5,1 მაგნიტუდის და ის დედაქალაქ ათენშიც იგრძნობოდა; ასევე შეიგრძნეს კუნძულ კრეტაზე და თურქეთის ნაწილშიც, 240 კილომეტრის მოშორებით.

სანტორინი — ძლიერ პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი ახლა თითქმის სრულიად ცარიელია. გასულ კვირაში, კუნძული ადგილობრივებმა და დაახლოებით 11 000-მა დამსვენებელმა დატოვა. ბევრი შიშობს, რომ სეისმურმა აქტივობამ შეიძლება ვულკანის ამოფრქვევა გამოიწვიოს.

საინტერესოა, როგორ ხდება ეს „მიწისძვრათა გუნდი“? და რა შეიძლება მოხდეს უახლოეს დღეებსა თუ კვირებში?

ამ რეგიონისთვის მიწისძვრები უცხო არაა. საბერძნეთი სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია ევროპაში.

ამჟამინდელი სეისმური აქტივობა მდებარეობს სანტორინიდან დაახლოებით 30 კმ-ში, დაუსახლებელ კუნძულ ანდიროსთან. რეგიონი განლაგებულია „ელინური სუბდუქციური ზონის“ ვულკანურ რკალში, სადაც აფრიკის ტექტონიკური ფილა ნელ-ნელა ცურდება ევრაზიის ფილის ქვეშ (განსაკუთრებით ეგეოსის მიკროფილის ქვეშ). რეგიონში მდებარეობს მრავალი ვულკანი და ქერქის სუსტი ზონები, რასაც დედამიწის მეცნიერები „ნასხლეტებს“ უწოდებენ.

თავად სანტორინი დიდწილად ჩაძირული კალდერაა — გასული 180 000 წლის განმავლობაში ვულკანური აქტივობის შედეგად წარმოქმნილი კრატერი, სადაც ბოლო ამოფრქვევა 1950-იან წლებში მოხდა. მიწისძვრები შეიძლება ვულკანურ აქტივობასთან იყოს დაკავშირებული — კონკრეტულად კი ზედაპირქვეშ მაგმის მოძრაობასთან.

თუმცა, მიწისძვრათა ეს სერია სანტორინის ქვეშ არაა. ადგილობრივი მეცნიერები, რომლებიც სანტორინის მეთვალყურეობენ, არ მიუთითებენ რაიმე ისეთ ცვლილებაზე, რომელიც კუნძულზე ამოფრქვევის საწინდარი შეიძლება გახდეს. როგორც ჩანს, მიწისძვრები დაკავშირებულია სანტორინისა და მეზობელ კუნძულ ამორგოსს შორის არსებულ ნასხლეტებთან.

  „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის გამო, თურქეთში 2 აგვისტოს გლოვა გამოცხადდა

ახლომდებარე ნასხლეტებს მიწისძვრები აქამდეც წარმოუქმნიათ. მაგალითად, 1956 წელს იქ მოხდა 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა, რამაც საზიანო ცუნამიც წარმოქმნა; ბიძგებს მოჰყვა 7,2 მაგნიტუდის აფთერშოკიც. მიწისძვრასა და ცუნამის 56 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ უფრო ბევრი.

ტექტონიკური მიწისძვრები მაშინ ხდება, როცა დედამიწის ქერქში აკუმულირებული დაძაბულობა უცბად გამოთავისუფლდება, რაც ნასხლეტის გასწვრივ სკდომას იწვევს და გამოყოფს ენერგიას სეისმური ტალღების სახით.

როგორც წესი, საშუალო და დიდ მიწისძვრებს (მეინშოკები) უფრო პატარა ბიძგები მოსდევს (აფთერშოკები), რომელთა მაგნიტუდა და სიხშირეც თანდათან იკლებს. ამას სეისმოლოგები მეინშოკ-აფთერშოკის მიმდევრობას უწოდებენ.

ზოგიერთი თანმიმდევრობა განსხვავებულად იქცევა და არ წარმოქმნის ერთ გამორჩეულ მოვლენას. ამის ნაცვლად, ხდება ერთნაირი სიმძლავრის მრავალი მიწისძვრა, რაც დღეების, კვირების ან თვეების განმავლობაში გრძელდება. ამ ტიპის მიმდევრობებს სეისმოლოგები „მიწისძვრათა გუნდს“ უწოდებენ.

1956 წლის მიწისძვრა მეინშოკი-აფთერშოკის მიმდევრობა იყო; აფთერშოკები მთავარი მიწისძვრის შემდეგ სულ მცირე რვა თვის განმავლობაში გაგრძელდა. თუმცა, სანტორინის სიახლოვეს ამჟამად მიმდინარე სეისმური აქტივობა, სულ მცირე 7 თებერვალს მაინც, მოიცავს ათასობით ბიძგს, რომელთა მაგნიტუდაც 4-5-ს შორის მერყეობს. სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი